2024 წლის 24-26 ივნისს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრა გამართავს სტუდენტთა III ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენცია გახსნა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფ. დარეჯან თვალთვაძემ და მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პროფ.თეიმურაზ პაპასქირმა.
დამატებითი ინფორმაცია იხ. კონფერენციის პროგრამაში.